დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ გესაუბრებით იმ სამეცნიერო ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნა. მოგითხრობთ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის რესუბლიკაში საქართველოს საელჩოს, პარიზის აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაიათა ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 17 მაისს ზემოთხსენებულ პარიზის აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაიათა ინსტიტუტში გაიმართა. ასევე საუბარია საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა და 25-30 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ასევე გაგაცნობთ იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა არქივმა ამ დიდ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განახორციელა.

დამოუკიდებლობის 1028 დღე