არჩევნები 2020 - პარლამენტი გენდერულ კვოტებს ამტკიცებს, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
რამდენიმე წელია, ქართულ პოლიტიკურ დისკუსიებში წამოიჭრება ხოლმე ქალთა კვოტირების საკითხი; ხან მსჯელობენ პარტიულ საარჩევნო სიებში კანონის ძალით ქალთა შემადგენლობის ზრდაზე, ხანაც პარლამენტის წევრთა შორის ქალთა მინიმალური რიცხოვნობის დაწესებაზე, რომელიც ზოგჯერ აბსოლუტური რიცხვებით გადმოიცემა, ზოგჯერ კი – პროცენტებით. წელს სადისკუსიო საკითხმა პარლამენტში შეაღწია და საკანონმდებლო ორგანომ სამივე მოსმენით 2 ივლისს უკვე უყარა კენჭი ნორმებს, რომელთა შინაარსი ასეთია: დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები: ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია იმოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღევანდელ გადაცემაში გთავაზობთ არგუმენტებს კვოტირების წინააღმდეგ და მხარდასაჭერად.
სტუმრები: იდა ბახტურიძე, ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისათვის“, სალომე ხვადაგიანი „თავისუფლების ინსტიტუტი“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: