#სახლისკენ - ერთად ერთიანი საქართველოსთვის I 27.09.2022
#სახლისკენ - ერთად ერთიანი საქართველოსთვის I 27.09.2022

1) კამპანია აფხაზეთში ქართველების გენოციდის აღიარებისთვის – ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად

საერთაშორისო კონიუნქტურა და სხვა გარემოებები, რომლებმაც აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გენოციდად შეფასების პროცესი შეაფერხა;

უკრაინაში მიმდინარე ომში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე, როგორც შესაძლებლობა აფხაზეთის ომში ქართველების გენოციდის აღიარებისთვის კამპანიის გასააქტუალურებლად და „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, როგორც ამ კამპანიის ნაწილი.

სტუმარი: სალომე ხვადაგიანი, თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

2. ოკუპაცია დევნილობაში დაბადებული და გაზრდილი თაობის თვალით 

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილობის ეპიზოდები უფროსი თაობის მეხსიერებაში, წარსული და მიმდინარე მოვლენების აღქმის თავისებურებები დევნილობაში დაბადებულ-გაზრდილი თაობისთვის, „ვირტუალური“ კავშირი უფროსების მოგონებებში არსებულ რეალობასთან;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ თანატოლებთან კავშირების შენარჩუნება, ან დამყარება, როგორც მათთვის საკუთარ თავზე ნამდვილი ამბების მოყოლის, ასევე იქ მიმდინარე მოვლენებზე მათი აზრის გაგების შესაძლებლობა;

საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში შეძენილი გამოცდილებისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების რაციონალური გადაწყვეტის ძიებაში.

სტუმრები: ელეონორა ჭანია და რუსუდან ეფაძე, პორტალ „მე-16 ელემენტის“ თანადამფუძნებლები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: