"ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა" ამ შინაარსის საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს საქართველო
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი რანგის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები,ისეთი წამყვანი სამეცნიერო-კლინიკური ცენტრებიდან,როგორებიცაა:მეიოს კლინიკა(აშშ),სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტი(აშშ),ლუნდის უნივერსიტეტი(შვედეთი),ლუვენის უნივერსიტეტი(ბელგია),კარდიფის უნივერსიტეტი(დიდი ბრიტანეთი),ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტი და სხვ.
სტუმრები, სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები: პროექტის ხელმძღვანელი,პროფესორი ელენე აბზიანიძე და პროექტის კოორდინატორი ეკატერინე კვარაცხელია.
“მაისში პირველად საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილესი კონფერენცია იმართება, რომელიც მსოფლიოში გენეტიკის საკითხების კვლევას ეძღვნება. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მასში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობენ. საერთაშორისო დონის სამედიცინო ფორუმში ახალგაზრდა მეცნიერი დავით ჩოკოშვილი და მის მიერ მოპატიჟებული რამდენიმე უმაღლესი რანგის ექსპერტიც მიიღებს მონაწილოებას”. – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე კვარაცხელიამ.
“დღესდღეობით ღეროვანი უჯრედების სამკურნალოდ გამოყენება ბევრ ქვეყანაში არ არის რეკომედირებული, რამდენადაც მკურნალობის ამ მეთოდის უსაფრთხოება, ჯერ საბოლოოდ შესწავლილი არ არის და ამ ეტაპზე მხოლოდ კვლევის ეტაპზეა”. – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე კვარაცხელიამ.