პიკის საათი - 26.10.2022
პიკის საათი - 26.10.2022

1) სუფთა ჰაერის მნიშვნელობა

– აეროთერაპია – ჰაერით მკურნალობა, რომლის მიზანია ორგანიზმის გაკაჟება და ჟანგბადით უზრუნველყოფა.

– დაბალი, საშუალო და მაღალი მთის კურორტების დანიშნულება და სუფთა ჰაერზე დასვენების ოპტიმალური პერიოდი.

რესპონდენტი: მანანა ტაბიძე – ექიმი-თერაპევტი, კურორტოლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

2) ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში

ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ხის მეჩეთების რთული ისტორია საინტერესო ნიუანსებითაა სავსე. საბჭოთა კავშირს აჭარაში ორმოცდაათამდე მეჩეთი გადაურჩა, რომლებიც ძირითადად ხულოს, შუახევის და ქედის მთიან მუნიციპალიტეტებშია მიმოფანტული.

შავიზღვისპირა ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი გაცილებით ცოტა მეჩეთი შემოგვრჩა. მეჩეთების ინტერიერის თითქმის ყოველი ნახატი ამოკვეთილი ორნამენტებითაა დაფარული. საკულტო ნაგებობების შიდა სივრცეები კი ადგილობრივი და ისლამური ხელოვნების ტრადიციების შედეგად ჩამოყალიბებულ გამორჩეულ ღირებულებაზე მიგვითითებენ. აჭარულ მეჩეთებში ხეზე ჭრის ორ სახესხვაობას შევხვდებით.

რესპონდენტი: ლია დეკანაძე – სოლიდარობის თემის კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის ხელმძღვანელი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

3) მზე, მთვარე და თვითმფრინავი

„კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ საქართველო ისევ გამოჩნდა REUTERS-ის გვერდებზე და თან ასეთი წარმატებული კადრით“ – ირაკლი გედენიძე.

როგორ შედგა მზის დაბნელების ამსახველი უნიკალური კადრი, რომელიც პირველი არხის ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ობიექტივში მოხვდა.

სატელეფონო ჩართვა: ირაკლი გედენიძე – პირველი არხის ფოტოგრაფი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

4) მწერლების ჩემპიონატი ჭადრაკში H2SO4-ში

„ლიტერატორები საკმაოდ კარგი მოჭადრაკეები არიან. რამდენიმე მწერალს სპორტის ოსტატის წოდებაც კი აქვს“ – პაატა შამუგია.

ჩემპიონატი, რომელიც საწყისშივე ინტერნაციონალურად იქცა.

29-30 ოქტომბერს მწერლების ბარი H2SO4 და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მწერლებს შორის  ჭადრაკის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ჩემპიონ მწერალს გამოავლენს.

სტუმარი: პაატა შამუგია – პოეტი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

5) თბილისის საგუნდო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი

2022 წლის 25 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა.

ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

სტუმარი: არჩილ უშვერიძე -ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი

მიხეილ ედიშერაშვილი – ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის ლოტბარი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

6) რუბრიკა „უი“ –  ცრურწმენა

გზაზე შავი კატის გადარბენა, ხეზე დაკაკუნება, დაცემინებაზე „ჯანმრთელობის“ თქმა, 13 რიცხვის შიში – რატომ გვჯერა და საიდან მოდის ესა თუ ის ცრურწმენა?

რესპონდენტი: ეკა დათიაშვილი – ფსიქოლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: