რუსეთის პრეზიდენტი კვლვა დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ ნატო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საკუთარ რიგებში არ მიიღებს. კრემლში აცხადებენ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია რუსეთისთვის.
ამ ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გამოვიდა ინიციტივით, რომ 12 იანვარს გაიმართოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.
უკრაინის საზღვრების სიახლოვეს კი კვლავას რჩება 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის თარიღს ემთხვევა.
ამ თემებზე ვესაუბრეთ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველს, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთ ავტორს და აშშ-ის ყოფილ ელჩსს რუსეთში მაიკლ მაკფოლს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: