ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება

ფოტო გარეკანზე: flickr.com

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდამოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 157 მლნ. ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 290 655 000 ლარი იყო. ანუ მოგება 54%-ით გაიზარდა. მხოლოდ ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორს 95,8 მლნ.-იანი მოგების მატება აქვს.

ამასთან, ივნისის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 2,1 მილიარდი ლარია და იგი 318 546000 აჭარბებს მაისის მაჩვენებელს, ასევე, 559 721 000 ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდისმაჩვენებლებს.

 სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 6 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1,3 მლრდ. ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 1,1 მლრდ. ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემულისესხებიდან იღებენ – 747 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმისორჯერ ნაკლებია და 425 მლნ. ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტულიშემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების საგებელმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 822 მლნ. ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესადდაკავშირებულია მოსახლეობიდან (ფიზ. პირები) მიღებულ შემოსავლებზე (მთლიანი შემოსაველების 35%). ბანკების შემოსავლებში ასევე დიდი წილი უკავია – 38% ჯარიმებით, საურავებით, საკომისიოებით და სხვა არაარასაპროცენტო სახის ანუ არა კრედიტის გაცემიდან მიღებულ საგებელს. გამოდის, რომ ბანკებისპროცენტული შემოსავალი იურიდიული პირებიდან, მთელ მის შემოსავლების მხოლოდ 20%-ს შეადგენს.შესაბამისად ბანკების შემოსავლების 73% (3/4) მოსახლეობისგან და ჯარიმა/საკომისიოებისგან მიღებული შემოსავალია.

შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ბანკები ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, ვიდრე მეწარმეების, რადგან მოსახლეობისგან შემოსავლები პროცენტულად უფრო მაღალია. ანუ, იმაზე საუბარი, რომ საბანკო სფერო ეკონომიკის მოტორი უნდა იყოს და მან ქვეყნის რეალური სექტორის დაფინანსებით სტიმული უნდა მიცეს ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს საბანკო სფეროს პირობებში არ მუშაობს. გამოდის, რომ ქართული ბანკები უფრო მეტად აკრედიტებენ მოსახლეობის მოთხოვნას, რომელიც მიიმართება იმპორტის დასაფინანსებლად, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-სესხებში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სფეროს დაფინანსებაზე მოდის. მოსახლეობის ბანკებისადმი დავალიანება კი წლიდან წლამდე იზრდება.

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი. შედეგად დღეს საბანკო სექტორი დგას არა ეკონომიკის განვითარების არამედ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში.

ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში ფიზიკური პირების სესხების მომსახურების ტვირთი მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და შემდეგნაირადგამოიყურება:

– თურქეთი – 16,6 %;

– სომხეთი – 6,7 %;

– რუსეთი – 18,5 %;

– საქართველო – 24,6 %;

– ამერიკის შეერთებული შტატები – 10 %;

– ევროპა – 11 % (საშ).

საყურადღებოა, რომ საბანკო სფეროს მიერ მოსახლეობის დაკრედიტება უფრო იზრდება და ვიდრე მეწარმეების, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც აისახებოდა.

2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა $891 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $163 მლნ დოლარით (5.5-ჯერ ნაკლები);

2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა 2 მილიარდ 462 მილიონი ლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა 1 მილიარდ 177 მილიონი ლარით (2-ჯერ ნაკლები);

2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (თუ დოლარში გადავიყვანთ) საშუალოთვიურად გაიზარდა $46 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $16 მლნ დოლარით (3-ჯერ ნაკლები);

შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად ეფლობა ვალებში, რითაც იზრდება კიდეც საბანკო სფეროს მოგება რეკორდულად ყოველწლიურად. ხოლო მეწარმეების დაკრედიტება ბანკების მხირდან კიდევ უფრო შემცირდა საერთო მაჩვენებელში, რითაც ეკონომიკა იმ პოტენციურ სარგებელსაც ვერ იღებს საკრედიტო ინსტიტუტებისგან რისთვისაც წესით ისინი არსებობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბანკების მსოფლიო ათეულში არიან მომგებიანობის მარჟით, ეს კიდევ მისაღები იქნებოდა, მათი მხრიდან ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება, რომ ხდებოდეს. დღეს სახეზე გვაქვს ბანკების მხირდან ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა, რომელიც ეკონომიკაში სარგებელს არ ქმნის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება მოსახლეობის, ფიზიკური პირების ხარჯზე, ასევე არასაპროცენტო შემოსავლებით, ხოლო ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემას ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. როდესაც ქვეყანაში საფინანსო სექტორის 90% ბანკებზე მოდის, მეწარმეებს ფინანსების მოძიების ერთადერთი საშუალება აქვთ, ესაა აიღო კრედიტები კომერციული ბანკებიდან. რასაც ან ვერ აკეთებენ, ან კიდევ ისეთი პირობებით უწევთ სესხები აღება, რომ ეს მათ ფინანსური მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.