ნგრევა და მსხვერპლი კენიაში

21:44, 23.09.2019

ნგრევა სასწავლო პროცესის დროს. კენიის დედაქალაქში შვიდი ბავშვი დაიღუპა. გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა და ათეულობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ექიმები 70-მდე მოსწავლის გადარჩენას ახლაც ცდილობენ. ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დარწმუნებულები არიან, რომ სკოლის შენობაში უსაფრთხოების ნორმების დაცული არ იყო.

მსგავსი