დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს საზღვართან მოხდა

22:23, 01.04.2019

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, დღეს მიწისძვრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა.

დაზუსტდა მიწისძვრის სიძლიერეც – 3.7 მაგნიტუდა.

ბიძგები 21:34 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე, ყვარელთან მოხდა, თუმცა ეპიცენტრი მოგვიანებით დაზუსტდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი