რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

11:29, 30.07.2026

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ „ბიბისი“ პენზის ოლქის გუბერნატორზე, ოლეგ მელნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, ლოგისტიკური ჯაჭვები უკვე გადაეწყო, ხოლო მომწოდებლებისგან ტვირთების მიღება და მომხმარებლებისთვის შეკვეთების გაგზავნა სხვა ლოგისტიკური ობიექტებიდან მიმდინარეობს.

„ბიბისი“ წერს, რომ 18 ივლისიდან მოყოლებული უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის ლოგისტიკურ ტერმინალებზე, სულ მცირე, ცხრა თავდასხმა განახორციელა. დარტყმების სამიზნე გახდა საწყობები მოსკოვის ოლქში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ნევინომისკსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და სიმფეროპოლში.

მსგავსი