Instagram-ი და Facebook-ი შეფერხებით მუშაობს
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Instagram-ი და Facebook-ი შეფერხებით მუშაობს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აცხადებენ, რომ Meta-ს ვებსაიტებითა და აპლიკაციებით ვერ სარგებლობენ. კერძოდ, ვერ ახერხებენ ფოტოების ატვირთვას და აპლიკაციაში შესვლას.
შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. Meta-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.