ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელებმა, ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაიწყეს.
გორგოძემ პირველ ეტაპზე ჩეხ ვენდულა ვალდმანოვას ორ სეტში, 6:2, 7:6 სძლია და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ფრანგ ლეოლია ჟანჟანს შეხვდება.
რაც შეეხება ბოლქვაძეს, მან ავსტრიელ ჯულია გრაბერს ასევე ორ სეტში, 6:4, 7:6 (8:6) აჯობა. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიელი ჩოგბურთელი მეექვსე ნომრად იყო განთესილი. ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე იაპონელი კინოშიტა იქნება.
ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ჩოგბურთელებმა კიდევ ორი ეტაპი წარმატებით უნდა გაიარონ.