კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში ათმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა ერთ-ერთმა ფავორიტმა, პორტუგალიის ნაკრებმა. პირველ ტურში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელებმა უზბეკეთი 5:0 დაამარცხეს.
პორტუგალიის ლეგენდას, რონალდოს სანაკრებო ტურნირებზე 10-მატჩიანი „მშრალი“ სერია ჰქონდა. სპეციალისტები მის გოლს უზბეკეთთან ელოდნენ. ასეც მოხდა, უკვე 38-ე წუთისთვის კრიშტიანოს დუბლი ჰქონდა შესრულებული. შედეგად, მას ეროვნულ ნაკრებში 145 გოლი მოუგროვდა. მსოფლიო ჩემპიონატებზე კი უკვე 10 გოლი აქვს.
მან ნუნუ მენდეშის გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა: საჯარიმო დარტყმისას ბურთთან ნუნუ და კრიშტიანო მივიდნენ, ყველა ელოდა, რომ კარისკენ ბურთს რონალდო გადაგზავნიდა, თუმცა დაარტყა მენდეშმა და ეფექტური გოლიც გაიტანა.
პირველი ტაიმი პორტუგალიამ 3:0 მოიგო. მეორე ტაიმში ევროპელებმა კიდევ უფრო მოუმატეს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები სტანდარტული მდგომარეობიდან იყვნენ, მეოთხე გოლიც კუთხურს მოჰყვა – ბურთი საკუთარ კარში ნემატოვმა ჩაჭრა. გაიტანა ლეაომაც.
პორტუგალიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა მოუგროვდა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. უზბეკეთს კი ჯერ გამარჯვება არ აქვს.
K ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 28 ივნისს გაიმართება:
03:30 | დ.რ. კონგო – უზბეკეთი
03:30 | კოლუმბია – პორტუგალია