მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | უგოლო ფრე ინგლისისა და განის ნაკრებების მატჩში #1TVSPORT

02:00, 24.06.2026

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე L ჯგუფში ლიდერების მატჩი გაიმართა. პირველ ტურში განამ პანამას მოუგო, ინგლისმა – ხორვატიას. მეორე ტურში განისა და ინგლისის ნაკრებების მატჩში კი იყო დიდი ბრძოლა, მაგრამ არ იყო გოლები – 0:0.

მთელი თამაშის განმავლობაში მოედნის უპირატესობას ბრიტანელები ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტებს სწრაფი კონტრშეტევებით აფრიკელებიც ქმნიდნენ. როგორც ანგარიში გვეუბნება, მიზანს ვერცერთმა გუნდმა მიაღწია.

ასეა თუ ისე, სწორედ მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ როგორც ინგლისმა, ისე განამ მთავარ მიზანს მიაღწიეს – პლეიოფში გავიდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი. k ჯგუფი
ბშ
  • 1
    ინგლისი ინგლისი
    2
    1
    1
    0
    2
    4
  • 2
    განა განა
    2
    1
    1
    0
    1
    4
  • 3
    პანამა პანამა
    1
    0
    0
    1
    -1
    0
  • 4
    ხორვატია ხორვატია
    1
    0
    0
    1
    -2
    0

L ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 28 ივნისს გაიმართება:

01:00 | ხორვატია – განა

01:00 | პანამა – ინგლისი

მსგავსი