საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს #1TVSPORT

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა.

ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა, რომელიც 1948 წლიდან, სოკ-ის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, მასობრივი აქტივობებით აღინიშნება. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები 1994 წლიდან ეწყობა. სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ქალთა და კაცთა კატეგორიებში საუკეთესო სამეულში გასულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულები – სპეციალური პრიზებით.

აღსანიშნავია, რომ გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური გადაეცა.