კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

08:05, 24.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მეთექვსმეტედფინალისტი გაირკვა – კოლუმბიამ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პლეიოფში გავიდა.

კონგოელებმა პირველ ტურში პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს და დაგვანახეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილან. ზოგი სპეციალისტის აზრით, კოლუმბიასთან მატჩის ლოგიკური შედეგიც ფრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა კოლუმბიელი მუნიოსი, რომელმაც 76-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და სამხრეთამერიკელებს ჯგუფში მეორე გამარჯვება მოუტანა.

მსოფლიო ჩემპიონატი. k ჯგუფი
ბშ
  • 1
    კოლუმბია კოლუმბია
    2
    2
    0
    0
    3
    6
  • 2
    პორტუგალია პორტუგალია
    2
    1
    1
    0
    5
    4
  • 3
    დ.რ. კონგო დ.რ. კონგო
    2
    0
    1
    1
    -1
    1
  • 4
    უზბეკეთი უზბეკეთი
    2
    0
    0
    2
    -7
    0

K ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 28 ივნისს გაიმართება:

03:30 | დ.რ. კონგო – უზბეკეთი

03:30 | კოლუმბია – პორტუგალია

მსგავსი