საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი თბილისში
გლობალური ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში.
თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს პირველად მასპინძლობს. მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება და ციფრული ტრანსფორმაცია. მომდევნო სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მერები და საჯარო სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის გზებზე იმსჯელებენ. ქართლი მხარე ფორუმის სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, აქცენტი გაკეთდება მობილურ იუსტიციის სახლზე, ქართულ სერვისზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის საჯარო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა.