ქვეყნის საგარეო პოლიტიკა – პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში 

21:07, 23.06.2026

გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა დასავლეთიდან – ევროპარლამენტის შემდეგ საქართველოს შესახებ მწვავე შინაარსის ანგარიშის განსახილველად ემზადებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

დებატები და კენჭისყრა სტრასბურგში ხვალ არის დაგეგმილი. საქართველოს საკითხი აქტუალობას არ კარგავს ბრიუსელის დღის წესრიგშიც – ხვალ ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საპარლამენტო კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა შეხვედრაზე ქართული დელეგაცია საერთოდ არ არის მიწვეული. ბრიუსელიდან თუ სტრასბურგიდან ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრებულ რიტორიკას და გამწვავებულ გზავნილებს ოფიციალური თბილისი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საზოგადოების პოლარიზაციის და ქაოსის შექმნის მცდელობებად აფასებს. ქართული მხარე ევროსტრუქტურებს ყველა მწვავე თემაზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. როგორც ირკვევა, სწორედ ამ პროცესში შუამავლობაა იმ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტების მთავარი თემა, სადაც ბოლო თვეებში ქართული საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. რეზოლუციებში ასახულ მოთხოვნებზე და მკაცრ შეფასებებზე მმართველი გუნდის არგუმენტებს არადამაჯერებლად აცხადებს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევაში და ევროკავშირთან ურთიერთობის ხელოვნურად გაუარესებაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და უცხოელი პარტნიორების მზარდი კრიტიკა დღეს პარლამენტში ცხარე დებატების თემად იქცა.

მსგავსი