ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ელენე ხოშტარიას უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე და ექიმი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, ანი ქავთარაძე, დღეს ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც განაცხადეს, მათ პირობა მიიღეს ადმინისტრაციისგან, რომ ხვალ ელენე ხოშტარიას პირადი ექიმი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი მოინახულებს და ყველა ის პროცედურა ჩაუტარდება, რასაც საჭიროებს. შოთა თუთბერიძემ თავად მსჯავრდებულიც მოინახულა. ის ამბობს, რომ ელენე ხუშტარია მძიმე ტკივილებით იტანჯება. აქვთ გარკვეულ დიაგნოზზე ეჭვები და, დადასტურების შემთხვევაში, საჭირო იქნება მკურნალობის მიზნით, ხოშტარიას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა.