სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ანწუხელიძის საქმეზე

18:20, 23.06.2026

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა და საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვეს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ასევე 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას. საქმეებს შორისაა ასევე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლები დაარღვია. სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, ოჯახებს არამატერიალური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.

მსგავსი