საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევა
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია. გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო. „ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 83 ხმით აირჩიეს. ამასთან, კენჭისყრაზე დადგა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: თეა გეგენავა, ელისო გაბადაძე, თეიმურაზ კეკელიძე, თუმცა მათ საჭირო ხმები ვერ მიიღეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით, შესაძლოა წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან კიდევ ერთხელ დასახელდეს მეურვეობის კანდიდატი. პირველი ივლისიდან კი – ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც, კომისიის გარეშე იგივე ან სხვა კანდიდატების დასახელება იქნება შესაძლებელი.