ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა

18:49, 23.06.2026

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი გახდა ანდრეი ბაბიშის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პეტერ პაველი იმ დელეგაციის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რომელიც ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიემგზავრება.

პეტერ პაველი სარჩელში მოითხოვს, დადგინდეს, ვისი კომპეტენცია და უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მეთაურს ნატო-ს სამიტზე დასწრება.

პეტერ პაველის საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ ანდრეი ბაბიშის მცდელობა, „გამორიცხოს“ ის სამიტიდან, „ზღუდავს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ ფუნქციას“. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა მისი წინამორბედი ესწრებოდა ნატო-ს სამიტებს, ისევე როგორც თავად იმყოფებოდა ყველა სამიტზე 2023 წლიდან, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.

სასამართლო საკითხს 24 ივნისს განიხილავს.

ცნობისთვის: მრავალთვიანი კამათის შემდეგ, ანდრეი ბაბიშმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაური ვერ შეძლებს ანკარაში გამგზავრებას, რადგან „სამიტი განსხავებული იქნება“.

მსგავსი