ყოველწლიური საერთო კრება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის შექმნილმა ორგანიზაციამ „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ყოველწლიური საერთო კრება გამართა. შეხვედრაზე გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი დიუშენის ცენტრის შექმნაა, რომელიც დაავადების მქონე ადამიანებსა და მათ ოჯახებს საჭირო სერვისებსა და დახმარებას მიაწვდის. კრებაზე ასევე ისაუბრეს პაციენტებისთვის დამხმარე საშუალებებსა და საჭიროებებზე.