გამოფენა „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“
საქართველოს ეროვნული გალერეა გამოფენას, „ბავშვები ქართულ მხატვრობაში“ მასპინძლობს, რომელიც ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით იმართება. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრებისა და საქართველოში მოღვაწე, უცხოელი ხელოვანების ნამუშევრებს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე და დაინახოს, როგორ იცვლებოდა საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვისა და ბავშვობის ფენომენის მიმართ. გამოფენის დათვალიერება 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.