ტაქტიკური მომზადების საჩვენებელი წვრთნა შავნაბადას ბაზაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაციები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი წვრთნების პარალელურად, სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.