აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება – გამოხმაურება

15:14, 02.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში გამართულ შეხვედრებს აფასებს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები. დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შტატებს საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი აქვს. საელჩოს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან საუბრისას გამოიკვეთა ვაშინგტონის მზადყოფნა მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიმართ. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ შეხვედრებს – საელჩო წერს, რომ დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმესა და არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. განცხადებაში გაჟღერებულია კონკრეტული გზავნილი ოპოზიციის მიმართ. „ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც ხმა მისცეს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები წინა კვირას გამართა.

მსგავსი