ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღს ტრადიციულად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით უერთდება საქართველოც. გაიმართა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, შეხვედრები ბავშვთა უფლებებზე და კონცერტები. სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ბავშვების სრულფასოვნად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სიღარიბის დაძლევის პროცესში არსებული პროგრესის მიუხედავად, უფლებადამცველი ორგანიზაციები ბავშვთა სიღარიბეს ისევ მთავარ გამოწვევად აცხადებენ. პრობლემად რჩება ბავშვებზე ძალადობაც. მიუხედავად გამოწვევებისა, დღეს ყველა თანხმდება, რომ მომავალი თაობის უფლებების დაცვა და ბავშვების უსაფრთხო გარემოში აღზრდა უმთავრესი პრიორიტეტია.