თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას აჩერებს

21:40, 01.06.2026

თეირანი ვაშინგტონთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჩერებს. მიზეზი ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური სამხედრო მოქმედებებია. განახლებულ იერიშებს ირანი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად აცხადებს და ამერიკულ მხარესთან შეტყობინებების გაცვლას, სამხედრო ოპერაციის შეჩერებამდე არ აპირებს. დიალოგს ართულებს ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარებაც. შეთანხმების მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეები პერიოდულად ერთმანეთს თავს ესხმიან. ირანი გლობალური ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სრუტის, სრულად ჩაკეტვითაც იმუქრება. დაძაბული ვითარების ფონზე, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანთან შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევს. გავრცელებული ცნობებით, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე პუნქტზე პოზიციები დაახლოებულია, თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება ორი მთავარი საკითხი – ბირთვული პროგრამა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

მსგავსი