გაქრისტიანებიდან 1700 წელი – პრემიერი ფოკაში

18:02, 01.06.2026

ფოკაში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი. დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება. მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი