გაქრისტიანებიდან 1700 წელი – ნინოობა ფარავნის ტბასთან
დღეს ნინოობაა. პარაკლისი ფარავნის ტბასთან პატრიარქმა შიო მესამის აღასრულა. დღეიდან ქვეყანაში ოფიციალურად დაიწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის აღნიშვნა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დილიდან ფარავნის ტბასთან. მრევლს ქადაგებით მიმართა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა პატრიარქმა. სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. ფოკაში მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წავიდნენ მომლოცველები.