გაქრისტიანებიდან 1 700 წელი – ნინოობა ფარავნის ტბასთან

15:03, 01.06.2026

დღეს ნინოობაა – სადღესასწაულო პარაკლისი პატრიარქმა შიო მესამემ ფარავნის ტბასთან გადაიხადა. ადგილზე, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა, დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. სწორედ კაბადოკიელი ქალწულის ქადაგებას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან ქვეყანა 1 700 წელს აღნიშნავს.

ნათია ქენქაძე ფოკიდან.

მსგავსი