საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის, ასევე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. პლენალურ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებასა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატო-სთვის.