თბილისის საკრებულოს სხდომა
თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონ 23 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში, ორი მილიარდ 636 მილიონ 851 ათასი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება, გარკვეული თანხა კი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის გამოიყოფა. მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე თბილისის საკრებულომ დღეს იმსჯელა.