პაპუნა ლოცულაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
გამოძიება დაწყებულია ასევე პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატის განმარტებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რაც ლოცულაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროცესის პარალელურად პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.