პატრიარქი დავითგარეჯში
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, დღესასწაულთან დაკავშირებით დავით-გარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს პირველად აღავლენს. პატრიარქი დავით-გარეჯის მონასტერში დღეს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯობის დღესასწაული 2018 წლის შემდეგ აღდგა.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე