საქართველო ITB CHINA-ს ტურისტულ გამოფენაზე 

21:50, 27.05.2026

ხალხის ნაკადი არ წყდება შანხაიში მოწყობილ ქართულ პავილიონში.

ჩვენი ქვეყნის გამორჩეული კულტურა და ეროვნული კერძები მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ანშლაგით მიმდინარეობს ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტებიც. „აითიბი ჩაინა 2026“-ში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასთან ერთად, ქართული მხარე საქმიან შეხვედრებს მართავს. ჩინეთში იმყოფებიან ქართველი მეწარმეები და ტუროპერატორები. ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები პოტენციურ პარტნიორებს ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ და ცდილობენ საქართველოთი რაც შეძლება მეტი უცხოური ტურისტული კომპანია დააინტერესონ.

„მოამბე“ შანხაიდან – უმსხვილესი ტურისტული ფორუმის მეორე დღე ნახეთ შალვა სუმბაძის სიუჟეტში.

მსგავსი