ყურბან ბაირამის დღესასწაული
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დღესასწაული ქველმოქმედებისა და თანადგომის სიმბოლოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონში არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.