26 მაისი – საზეიმო ღონისძიებები რეგიონებში
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი – განსაკუთრებულად აღნიშნეს რეგიონებში.
ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები 20-მდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართა. ყველა დიდ ქალაქში სამინისტროები თემატური პავილიონებით იყვნენ წარმოდგენილი. ქუჩებში სადღესასწაულოდ გასულ მოქალაქეებს სხვადასხვა შემეცნებით კულტურული და გასართობი პროგრამა შესთავაზეს. გამოფენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა. საბავშვო ზონები, ინტერაქტიული სივრცეები, ეროვნული არქივის ინსტალაციები და არაერთი სხვა აქტივობა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი.