26 მაისი – საზეიმო ღონისძიებები აჭარაში

18:28, 26.05.2026

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება აჭარაშიც. 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად ექვსივე მუნიციპალიტეტში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. აჭარის ყველა დიდი ქალაქში მიმდინარეობს სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ნახატების და ხელნაკეთი ნივთებისა გამოფენა-გაყიდვა. საღამოს კი – გალა-კონცერტი გაიმართება. ბათუმში, მასშტაბური სახალხო დღესასწაულის მთავარი ლოკაცია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილია შემეცნებითი და სპორტული კუთხეები.

მსგავსი