დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდში

18:29, 26.05.2026

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება ზუგდიდში. მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინსტალაციებს, პენიტენციური სამსახურის ავტოტექნიკას, იუსტიციის სახლის  სხვადსხვა მომსახურების სფეროებს, სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას. ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთ ნამუშევრებს. ყველაზე პატარებისთვის მოწყობილი იყო სათამაშო და სპორტული სივრცეები, მოსიარულე ორკესტრი ზრუნავდა მათ განწყობაზე. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, არსებული გამოფენები  დაათვალიერა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. 17:10 წუთზე ადგილობრივმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. საზეიმო ღონისძიებები დაასრულა გალა კონცერტმა. რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი