დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების პროტესტი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების პარალელურად თავისუფლების მოედანზე სურდათ გაეშალათ ბანერი წარწერით „მიეცით წამალი ბავშვებს“, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. მას შემდეგ, რაც პოლიციისგან უარი მიიღეს, მშობლებმა ტერიტორიაზე შესვლა ბანერის გარეშეც სცადეს, თუმცა არც ამის საშუალება მიეცათ. სამართალდამცავებმა მშობლებს განუმარტეს, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ, მათ ექნებოდათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება.