დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამა ფოთში

18:43, 26.05.2026

ფოთში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა უკვე დაწყებულია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სადღესასწაულო აქტივობები ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და მოიცავს, როგორც საბავშვო-გასართობ სივრცეებსა და ადგილობრივი ნამუშევრების გამოფენებს, ისე სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. საზეიმო განწყობა ზღვისპირა ქალაქში, გვიან საღამომდე გაგრძელდება და ის ტრადიციულად, გალაკონცერტით დასრულდება.

თეა აბსარიძე ფოთიდან.

მსგავსი