დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდში

15:33, 26.05.2026

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოდახლეობასთან ერთად, დაათვალიერეს  თავისუფლების მოედანზე უახლესი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება . ასევე  იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ინსტალაციები – საქართველოს  გაქრისტიანებიდან 1700 წელთან დაკავშირებით. 18 საათამდე გაგრძელდება ადგილობრივ ბავშვთა შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი, 17.10 წუთზე აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.  დამოუკიდებლობის დღეს  საზეიმოდ  აღნიშნავენ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. წალენჯიხაში. ცენტრალურ ქუჩებზე. გამოფენილია საქართველოს დროშები და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ბანერები. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად არის  გამოყვანილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება.    ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობენ საზეიმო ღონისძიებებში. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, სენაკის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით უერთდება. ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკა.

მსგავსი