საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურიაში, ქალაქ ოზურგეთში მართავს. საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე 11:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია შემეცნებით-საგანმანათლებლო ვორქშოპები, ინოვაციების სივრცე და STEAM აქტივობები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო-გასართობი პროგრამები და სხვა აქტივობები. ინოვაციების სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს. გალა კონცერტი 17:30 საათიდან დაიწყება.