გარდაიცვალა კინოოპერატორი გიორგი გერსამია

18:44, 25.05.2026

ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ქართველ კინოოპერატორ გიორგი გერსამიას ხვალ მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ცნობილი კინოოპერატორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1962 წლიდან გიორგი გერსამია კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა. გადაიღო მერაბ კოკოჩაშვილის პირველი ფილმი „მიხა“ და რეჟისორთან შემოქმედებითი თანამშრომლობა გაგრძელდა  სხვა ფილმების  გადაღებით.  გიორგი გერსამიას ნამუშევრებს შორისაა ელდარ შენგელაიას  „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რეზო ესაძის „ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ და დავით ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“. გიორგი გერსამია წლების განმავლობაში თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტში საოპერატორო ხელოვნებას ასწავლიდა.

მსგავსი