მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის ზუგდიდში

15:14, 25.05.2026

ზუგდიდში 26 მაისის აღსანიშნავად სამზადისი მიმდინარეობს. ღონისძიებები იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა ინსტალაციები იქნება წარმოდგენილი. გაიმართება შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. შესაძლებელი იქნება თავდაცვის ძალების შეიარაღების, ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი საბავშვო ანსამბლები კონცერტებს გამართავენ.

მსგავსი