ისტორიული ტურისტული ლოკაციები ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და მრავალფეროვანი რეგიონია, რომელსაც ტურიზმის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. მისი მთავარი ხიბლი კონტრასტებშია — ტყიანი მთები, უძველესი კულტურული ძეგლები და სამკურნალო კურორტები. აქ ერთ სივრცეში გვხვდება მულტიკულტურული არქიტექტურის ნიმუშები – მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. სამცხე-ჯავახეთი გამორჩეულია არამატერიალური კულტურითა და გასტრონომიული იდენტობით. ხელუხლებელი ბუნება და ეთნიკური მრავალფეროვნება რეგიონს შანსს აძლევს, საქართველოში შემეცნებითი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდეს.
ტურისტული სეზონი ახალციხეში უკვე გაიხსნა. მოინიშნეთ ახალციხეში აუცილებლად სანახავი ადგილები „მოამბე რეგიონების“ რეპორტაჟიდან. ავტორები: ანა მასხარაშვილი, გიორგი ბაზერაშვილი.