რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ისევე როგორც სხვა შეხვედრებისას, დღესაც მთავარი აქცენტი დასაქმებაზე, განათლების ხელშეწყობაზე, ადგილობრივ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაზე გაკეთდა. შეხვედრაზე იმ საკითხებზეც იმსჯელეს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრობლემური და აქტუალურია. ორგანიზაციის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გააცნეს და შეკითხვებს უპასუხეს. კონფერენციას დაესწრო ცოტნე ივანიშვილიც. მისი განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი. ცოტნე ივანიშვილი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრები ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს.