ჰორმუზის სრუტის გახსნის შესაძლებლობა
ირანი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას მოიცავს. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „შესაძლო შეთანხმების შემთხვევაშიც კი ჰორმუზის სრუტე კვლავ ირანის კონტროლის ქვეშ დარჩება“. როგორც „სიბიეს ნიუსი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ირანი დათანხმდა გემების მიმოსვლის ომამდელ დონემდე აღდგენას, „ეს არანაირად არ ნიშნავს „თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის“ დაბრუნებას ისე, როგორც ეს ომამდე იყო. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს იტყვის.