„აფხაზეთობის კვირეული“
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“. მიწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინა, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.